კულტურა
14.05.2023 10:49
16 და 17 მაისს, მეჯვრისხევსა და ნიქოზში ქართველი შემსრულებლების კონცერტები გაიმართება

16 და 17 მაისს, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფლებში - მეჯვრისხევსა და ნიქოზში ქართველი შემსრულებლების კონცერტები გაიმართება.

კონცერტებს ანსამბლთა გაერთიანება ,,ქალაქური მრავალხმიანობა“ პროექტის - „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში“ ფარგლებში გამართავს.

,,ანსამბლთა გაერთიანება ,,ქალაქური მრავალხმიანობა" საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის -  „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში“ ერთ-ერთი გამარჯვებულია.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივა ხელს უწყობს როგორც ქართველ მუსიკოსებს, ანსამბლებსა და ავტორებს, ასევე ყველა კუთხისა და რეგიონისათვის ხელმისაწვდომს ხდის ხარისხიან მუსიკას, რაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

კონცერტები, გორის მუნიციპლიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოფლების ცენტრში, ღია ცის ქვეშ გაიმართება. გელოდებით ყველას!

დასწრება თავისუფალია! ღონისძიება დაიწყება 20:00 საათზე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კვირის ამბები