12 მაისი ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა.
სახარების თანახმად, მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა უფალმა, რომ ექადაგა, სწორედ ამიტომ ეწოდა მას პირველწოდებული.
წმინდა ანდრიას ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს: 12 მაისს - წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღეს და 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალების დღეს.
ანდრია პირველწოდებული ითვლება პონტოელთა, სკვითთა, იბერთა, სავრომატთა და სხვათა განმანათლებლად.
12 მაისი საქართველოში უქმედ არის გამოცხადებული.