საზოგადოება
12.05.2023 16:53
რუს ტურისტს, რომელმაც გორის ციხეზე ექსკურსიისას ქვედა კიდურის დაზიანება მიიღო, სამხედრო ჰოსპიტალში სტაციონარული მკურნალობა უტარდება

33 წლის ქალი, რომელმაც გორის ციხეზე ექსკურსიისას ქვედა კიდურის დაზიანება მიიღო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. ჰოსპიტლის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის იგორ გეორგიანის ინფორმაციით, პაციენტს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა და ამჟამად სტაციონარში რჩება.

,,პაციენტი შემოყვანილ იქნა წვივ-კოჭის დაზიანებით, ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, მისი მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი რჩება სტაციონარში“, - განაცხადა ჰოსპიტლის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა.

დაშავებული ტურისტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

კვირის ამბები