გორში, ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა.
ღონისძიება რუსთაველის ქუჩაზე ერეკლეს აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მეფე ერეკლეს პირადი ნივთები და სკოლების კუთხეები თემით - „ერეკლე და ძველი გორი“.
გამოფენის პარალელურად, აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარედ მიმდინარეობდა ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ხელოვანები რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებიც.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში