12 მაისი ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა. უფალმა, მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა, რომ ექადაგა, სწორედ ამიტომ ეწოდა მას პირველწოდებული.
წმინდა ანდრიას ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს - 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღეს და 13 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს.
ანდრია პირველწოდებული ითვლება პონტოელთა, სკვითთა, იბერთა, სავრომატთა და სხვათა განმანათლებლად.
12 მაისი საქართველოში უქმედ არის გამოცხადებული.