გორის ხელოვნების სახლი/ Art House ნიკა სომხიშვილის გამოფენას მასპინძლობს.
ღონისძიება გორელ ფოტოგრაფთა კლუბის და KOLGA TBILISI PHOTO თანამშრომლობით დაიგეგმა და 17 მაისამდე გაგრძელდება.
გამოფენაზე სახელწოდებით - „კოტეჯები“ დამთვალიერებელი ნახავს ნამუშევრებს, რომლებიც ასახავს საქართველოს იმ მოქალაქეების ამჟამინდელ ყოფას, რომლებსაც 2008 წლის ომის შემდეგ იძულებით მოუწიათ საცხოვრებლის შეცვლა.
„ათასობით ადამიანი სახლში დაბრუნების იმედით, წლებია ცხოვრებას კოტეჯებში აგრძელებს, გამოფენის სახელწოდებაც აქედან გამომდინარე შეირჩა.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტს, რომლის მთავარი მიზანი ახალგაზრდა ხელოვანების ხელშეწყობა და მხარდაჭერაა, ხელოვნების სახლი „Art House“ ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო აქტოვობა ტარდება.
გორის მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზადაა ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად“, - აცხადებენ მერიაში.