საზოგადოება
11.05.2023 11:20
ხელოვნების სახლში კომიქსების პრეზენტაცია გაიმართება
„დღეები“ და „მკვდრის რუტინა“ - ასე ეწოდება კომიქსებს, რომლის პრეზენტაციაც გორის ხელოვნების სახლში გაიმართება.
კომიქსების ავტორის, ლუკა ლაშხის თქმით, „დღეები“ ავტობიოგრაფიული, მოკლე ისტორიების კრებულია და ყოველდღიურ ცხოვრებასა და პრობლემებზე გვიამბობს.

პრეზენტაცია ხელოვნების სახლში 18 მაისს, 19:00-ზე გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ცნობისთვის, კომიქსები ხელოვნების სახლის პროექტის „თავისუფალი სახელოვნებო ინიციატივების დაფინანსება“ ფარგლებში გამოიცა.

პროექტი „Art House 2023“ ხორციელდება „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.
კვირის ამბები