კულტურა
11.05.2023 11:13
გორში, კინო და თეატრალური ფესტივალი - „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კინო და თეატრალური ფესტივალი - „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დაიწყო.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობის და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მუნიციპალიტეტში მცხოვრები 50-მდე ახალგაზრდაა ჩართული.

რაც შეეხება პროექტის მიზნებს, ფესტივალი „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ ფილმის გადაღებებში, იმუშაონ კინოკამერებთან, ისწავლონ გადაღება-მონტაჟი, გრაფიკული არქიტექტურა, გადაიღონ ფილმი, ასევე, მონაწილეობა მიღონ სცენარების კონკურსში, პოეზიის საინტერესო საღამოებში, დაესწრონ მასტერკლასებს და ჩაერთონ პრაქტიკულ სამუშაოებში.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ახალგაზრდები, აგრეთვე, შეისწავლიან სამსახიობო ხელოვნებას, ხოლო პროექტის ფარგლებში გადამზადებული მსახიობთა დასი საერთაშორისო თეატრალურ და კინო ფესტივალებში გორის სახელით მიიღებს მონაწილეობას.

კვირის ამბები