სპორტი
10.05.2023 15:15
გორელი კიკბოქსიორი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
ზუგდიდში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, გორელმა კიკბოქსიორმა ნინი კეჩხუაშვილმა წარმატებით იასპარეზა და ტურნირი გამარჯვებით დაასრულა.

კეჩხუაშვილმა, რომელიც 50 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, სომეხი მოწინააღმდეგე არიანა აღაჯიანი სამივე რაუნდში დამაჯერებელი უპირატესობით დაამარცხა.

სპორტსმენი, გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია და მისი მწვრთნელი არჩილ ჯეირანაშვილია.

ცნობისთვის, საერთაშორისო ტურნირი კოლხეთის თასი, K 1-ს წესებით ჩატარდა.
კვირის ამბები