კონფლიქტები
05.02.2020 14:26
ახალგორში, 3 ნოემბერს დაშავებულმა თამარ გიგაურმა ოკუპირებული ტერიტორია ახლახანს დატოვა

67 წლის თამარ გიგაურმა, რომელიც ოკუპირებულ ახალგორში 3 ნოემბერს დაშავდა, საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვა.

დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები დაშავებულ პედაგოგს სამი თვის განმავლობაში საშუალებას არ აძლევდნენ, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ემკურნალა.

,,გიგაურმა, რომელმაც სხეულის დაზიანება გასული წლის 3 ნოემბერს, ჭაში ჩავარდნისას მიიღო, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დღემდე არ აძლევდნენ საშუალებას, რომ დაბა დაეტოვებინა. იგი ცოტა ხნის წინ გადმოვიდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარდების და მკურნალობის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუმჯობესდება, აპირებს, რომ კვლავ დაბრუნდეს ახალგორში, საკუთარ სახლში“, - განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.

თამარ გიგაურმა სხეულის მრავლობითი დაზიანება ახალგორში, დაახლოებით 7 მ. სიღრმის ჭაში ჩავარდნისას მიიღო. დაშავებული ახალგორისა და ცხინვალის საავადმყოფოებში იყო მოთავსებული, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არასტაბილურია.

კვირის ამბები