სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით (Civics), გორში „პროფესიული გაზიარების ჯგუფის“ შეხვედრა ჩატარდა.
ღონისძიებაში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი სკოლების პედაგოგები მონაწილეობდნენ და დიალოგს შიდა ქართლის რეგიონის სამოქალაქო განათლების საბჭოს თავმჯდომარე ლელა წურწუმია უძღვებოდა.
„ღონისძიება მასწავლებელთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. შიდა ქართლში მოღვაწე პედაგოგებთან შეხვედრა მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, გაძლიერებას ემსახურება. დიალოგი თავისი სტრუქტურით, ფორმატით, შინაარსით საინტერესო, ინივაციურია, რაც მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს კოლეგებთან შეძლოს ეფექტური თანამშრომლობა დილემური საკითხების გაანალიზება-გადაჭრის პროცესში, მეორეს მხრივ კი, თანამშრომლობის საფუძველზე გაიუმჯობესოს პედაგოგიური პრაქტიკა“, - ნათქვამია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, „პროფესიული გაზიარების ჯგუფის“ შეხვედრა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. პროექტს, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, PH International ახორციელებს.