„ევროპის დღის“ აღნიშვნასთან დაკავშირებით, გორის ხელოვნების სახლში ფოტოგამოფენა გაიხსნა.
Art House-ის გალერეაში ექსპონატების სახით წარმოდგენილია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მონიტორის აქსელ კორტენის მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებიც მის სამუშაოს და საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებს ასახავს.
გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილია ფოტოები ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე, რომლებიც გორში მცხოვრებმა ბავშვებმა EUMM-ის მიერ ორგანიზებული ფოტოგრაფიის სემინარის ფარგლებში გადაიღეს.
გამოფენის გახსნის ცერემონიას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც დაესწრო.
ორგანიზატორების თქმით, ფოტოხელოვნებით დაინტერესებული მოქალაქეებს ექსპოზიციის ნახვა 9 ივნისამდე შეუძლიათ.