კულტურა
10.05.2023 13:46
„წერილები ფრონტიდან“ - საბრძოლო დიდების მუზეუმში გამოფენა მოეწყო
„წერილები ფრონტიდან“ - ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით საბრძოლო დიდების მუზეუმში მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მეორე მსოფლიო ომში, აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომში მებრძოლი ჯარისკაცების წერილები, ღია ბარათები და ლექსები. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საბრძოლო დიდების მუზეუმი ამგვარი შინაარსის 400-მდე წერილს ინახავს.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, სამამულო ომის მონაწილეების ახლობლები და საზოგადოების წარმომადგენლებვი დაესწრნენ.

ცნობისთვის, 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, მათგან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.
კვირის ამბები