9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მებრძოლთა მემორიალი გვირგვინებით შეამკო.
საბრძოლო დიდების მუზეუმთან შეიკრიბნენ სამამულო ომის მონაწილეების ახლობლებიც.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში ამჟამად მეორე მსოფლიო ომის ორი მონაწილე ცხოვრობს. ორივე ვეტერანს მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ოჯახებში ესტუმრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს და სასურსათო პაკეტები გადასცეს.
9 მაისთან დაკავშირებით ისინი გორის მუნიციპალიტეტისგან 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ. წლის განმავლობაში, კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვეტერანებისთვის ერთჯერადი დახმარება, 1000 ლარის ოდენობითაც გაიცემა.