ძიუდოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა 5 მედალი მოიპოვეს. მედლებიდან 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს სინჯისაა.
შოთა ლოთიშვილი, ლუკა თურაზაშვილი და ლუკა ქარელიშვილი ჩემპიონატის ვერცხლის მედლის პრიზიორები გახდნენ. ბრინჯაოს მედალს კი დათო ქარელი და კახა ქობულია დაეუფლნენ.
შეჯიბრება სომხეთის დედაქალაქ ერევანში 6-7 მაისს ჩატარდა.