საზოგადოება
08.05.2023 14:40
გორის სამოქალაქო ბიუჯეტის ახალგაზრდული კლუბის წევრების შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღება 12 მაისამდე გახანგრძლივდა

გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად იწყებს საინფორმაციო კამპანიას - „მე ვგეგმავ ჩემი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს“ და გორის სამოქალაქო ბიუჯეტის ახალგაზრდული კლუბის წევრების შესარჩევად კონკურსს აცხადებს.

„თუ  ხარ 18-30 წლის  გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა, გაინტერესებს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის პროცესი, გაქვს სურვილი ჩაერთო მუნიციპალიტეტის განვითარებისა და  ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

საინფორმაციო კამპანიის მიზანია გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო  პასუხისმგებლობის დონის გაუმჯობესება/ამაღლება და მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, ახალგაზრდების ჩართულობა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში. კამპანიის განხორციელების პერიოდი 2023 წლის 15 მაისი-31 ოქტომბერია. აქვე აღვნიშნავთ, რომ ახალგაზრდების დიდი ინტერესის გამო აპლიკაციების მიღების ვადამ  12 მაისის ჩათვლით გადაიწია,“ - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაინტერესებულ პირებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება შეუძლიათ ტელეფონის ნომერზე: 593451428

 

კვირის ამბები