9 და 12 მაისს მოქალაქეები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისებით ვერ ისარგებლებენ.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ზემოხსენებული თარიღები, სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში დასვენების დღეებადაა გამოცხადებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ უქმე დღეებთან დაკავშირებით, 9 და 12 მაისს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში