გორში მზარეულის დუალური პროფესიული კურსის მონაწილეთა შუალედური შეფასება გაიმართა. მოკლევადიან მომზადება-გადამზადების სასწავლო პროგრამაში ჩართული 13 პირი პროექტის კოორდინატორებმა შეაფასეს.
პროფესიული პროგრამის მიზანი მონაწილეებისთვის მზარეულის პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი ცოდნისა და უნარების განვითარებაა. კურსდამთავრებულებისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების შემდეგ, აღნიშნული პროგრამა სხვადასხვა კვების ობიექტებში მათ დასაქმებასაც ითვალისწინებს.
ნატო ანთია, ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენელი, პროექტის კოორდინატორი: „დუალური პროფესიული გადამზადების პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ერთდროულად მიიღონ. ვიმედოვნებ, სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, ეს ახალგაზრდები შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანები იქნებიან, რაც მათ მიერ წარმოდგენილმა კერძებმაც დაგვანახვა. მიმდინარე პროექტიც სწორედ აღნიშნულს - იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.“
პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება და ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.