საზოგადოება
08.05.2023 12:40
გორში ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა

გორში ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა.

ღონისძიებას შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი მალიკ მურზალინი, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქალაქში მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის - ყაზახეთის საკონსულო იწყებს მუშაობას.

1992 წელს დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ სხვადასხვა სოციალურ ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებებით. გაფართოვდა სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული ურთიერთობებიც.

ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ტურიზმია. ყოველწლიურად იზრდება ყაზახი მოგზაურების რაოდენობაც.

იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნები გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა სიტყვით გამოსვლისას.

საპატიო კონსულის პოზიციაზე ირაკლი კაკალაძე დაინიშნა.

ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გორში, სასტუმრო „ჯორჯია გოლდში“ ფუნქციონირებს.

 

კვირის ამბები