ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 15 წლამდელთა შორის, 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონატის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი დავით პაპუკიშვილი გახდა. ვერცხლის მედალი თემო თუთარაშვილმა და გოგა ოთინაშვილმა მოიპოვეს. ნიკოლოზ მაჭარაშვილი, საბა მინდიაშვილი, გოგა გობაძე, ცოტნე ბერძენიშვილი, აკაკი მაზმიშვილი და რატი რევაზაშვილი კი ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორები გახდნენ.
ზემოაღნიშნული სკოლის სპორტსმენების გარდა, ჩემპიონატზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეებმა - დემეტრე ბოლოთაშვილმა და რატი ბერიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
მოპოვებული შედეგების მიხედვით, გორელებმა გუნდური პირველი ადგილიც დაიკავეს.
საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში 15 წლამდელთა შორის, სტეფანწმინდაში ჩატარდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება