USAID-ის პროექტში - „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ჩართული ახალგაზრდების მონაწილეობით, გორში „სითი გეიმი“ მოეწყო. ღონისძიებაში 60-მდე მოზარდი ჩაერთო.
„გუნდური მუშაობის პრინციპით, მონაწილეებმა ქალაქის ისტორიასა და ღირსშესანიშნაობებთან დაკავშირებული ათამდე ლოკაცია მოიარეს.
დანიშნულების ადგილზე წინასწარ შემზადებული ლიდერები სვამდნენ კითხვებს და სწორი პასუხების მიღების შემთხვევაში მონაწილეებს ასაჩუქრებდნენ.
შეჯიბრში მე-12 საჯარო სკოლის გუნდი დაწინაურდა, დავალება ყველაზე ადრე შეასრულა და შესაბამისი ქულები დააგროვა“, - აღნიშნეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
ცნობისთვის, პროექტი USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის UNAG-ის მიერ ხორციელდება.
შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში