„ევროპის დღის“ აღნიშვნასთან დაკავშირებით, გორის ხელოვნების სახლი ფოტოგამოფენას უმასპინძლებს.
ექსპონატების სახით წარმოდგენილი იქნება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მონიტორინგის აქსელ კორტენის მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებიც მის სამუშაოს და საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებს ასახავს.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნება ფოტოები ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე, რომლებიც გორში მცხოვრებმა ბავშვებმა EUMM-ის მიერ ორგანიზებული ფოტოგრაფიის სემინარის ფარგლებში გადაიღეს.
გამოფენას 9 მაისს 16:00 საათზე ვროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი გახსნის.
ფოტოხელოვნებით დაინტერესებული მოქალაქეებს ექსპოზიციის ნახვა 9 ივნისამდე შეუძლიათ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში