გორის ცენტრში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის კედელზე, ეკოცნობიერების ამაღლების თემატიკაზე ნახატი შესრულდა.
ვაჟა-ფშაველას სახელობის მეცხრე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა Street art-ი (ქუჩის მხატვრობა) პროექტის - „ნიკო კეცხოველის პრემია 2023“ ფარგლებში შეასრულეს.
„მიწისქვეშა გადასვლელში კედელი თემაზე - ,,ნარჩენების მართვა“ პროექტის ხელმძღვანელის ლელა ბედოშვილის და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ნინო მურადაშვილის ხელმძღვანელობით შესრულდა.
სამხატვრო მასალით დახმარება გაგვიწია ხელოვნების სახლი/Art House-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მარიამ შალამბერიძემ და საშუალება მოგვცა მიწისქვეშა გადასასვლელის კედელი, მოსახლეობაში ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით მოგვეხატა“, - აცხადებენ მეცხრე საჯარო სკოლაში.