2023 წლის 1-ელი იანვრიდან 3 მაისამდე გორის მუნიციპალიტეტს 62 620 ვიზიტორი სტუმრობდა, მათ შორის, 46 780 უცხოელი, - სტატისტიკა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ გამოაქვეყნა.
სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტს ყველაზე მეტი, 26 016 ვიზიტორი აპრილში ეწვია.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს ვიზიტორების რაოდენობა 33 756 არის გაზრდილი.
ცნობისთვის, ტურისტული სეზონი გორის მუნიციპალიტეტში ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება. საზეიმო ღონისძიება რუსთაველის ქუჩაზე - „ერეკლეს აბანოს“ მიმდებარე მოედანზე გაიმართება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება