საზოგადოება
03.05.2023 14:06
სოფელ ნიქოზში ჭრა-კერვის სასწავლო კურსი დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში მცხოვრები, ჭრა-კერვით დაინტერესებული პირებისთვის სასწავლო კურსი დაიწყო.

პროექტი გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება და ჭრა-კერვის შესწავლის გარდა, ნიქოზში მოქმედი ხელოვნების სკოლის შემოქმედებითი წრეების მოსწავლეებისთვის ტრადიციული სამოსის შექმნას ითვალისწინებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამოსის შექმნის პროცესს მოწვეული პროფესიონალები 10 თვის განმალობაში გაუძღვებიან და ჭრა-კერვით დაინტერესებული პირებისთვის აღნიშნულ სფეროში არსებულ სიახლეებს და თანამედროვე ტენდენციებს გააცნობენ.

„ტრადიციული სამოსით ჯამში სკოლის 60-მდე მოსწავლე შეიმოსება. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები პროექტის ფარგლებში შეკერილი სამოსით წარსდგებიან როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ღონისძიებებზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას“, - აცხადებენ გორის მერიაში.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

კვირის ამბები