საზოგადოება
02.05.2023 15:34
გორის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ორი ახალი წევრი შეემატა
გორის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი, რიგით მერვე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ხუთი საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო მუნიციპალური ტრანსპორტის სარგებლობისას გარკვეული ჯგუფებისთვის შეღავათების დაწესება, შშმ პირებისთვის სასპორტო სკოლის ადაპტირებული გარემოს მოწყობის საკითხი, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალგაზრდების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები, გორის მუნიციპალიტეტის მერიის აიპების ბიუჯეტთან და ფუნქციებთან შესაბამისობის და მუნიციპალურ სივრცეებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხი.

აღსანიშნავია ისიც, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ორი ახალი წევრი, ზურაბ მაჭარაშვილი და თაკო თინიკაშვილი შეუერთდა. საბჭოს ახალმა წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს ის ინიციატივები და რეკომენდაციები გაუზიარეს, რომლებიც მომდევნო შეხვედრაზე გორის მუნიციპალიტეტის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს წარედგინება.
გორის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა 1-ელ მაისს ჩატარდა.
კვირის ამბები