საზოგადოება
02.05.2023 15:27
გორის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა მუნიციპალიტეტის სოფლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, „ელჩების პროგრამის“ გაცნობის მიზნით, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრები გორის ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით ჩატარდა და 20-მდე სოფელი მოიცვა.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, „ელჩების პროგრამა“ გორის ახალგაზრდული საბჭოს მიერ შემუშავებული პროექტია, რომლის მიზანი თემის განვითარების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართვაა. პროგრამის ფარგლებში, ასევე, იგეგმება აღნიშნული სოფლებიდან ,,ახალგაზრდა ელჩების" გადამზადება და მათი გაცნობა საზოგადოებისთვის.

„აღნიშნული პროგრამა, ძირითადად, რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებზეა გათვლილი, რადგან მათთვის რთულია მუნიციპალურ სერვისებზე ინფორმაციის მიღება და გამოყენება.

„ელჩების პროგრამა“ დაეხმარება რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ურთიერთდახმარების, პიროვნული განვითარების და ინფორმაციის მოძიების უნარების განვითარებაში“, - აცხადებენ ახალგაზრდული საბჭოს წევრები.
კვირის ამბები