ხუთ თებერვალს უსაფრთხო ინტერნეტის დღე აღინიშნება. საქართველო აღნიშნულ საერთაშორისო დღეს 2019 წელს შეუერთდა.
ამ დღის აღნიშვნის მიზანი იმ რისკებზე საზოგადოების ინფორმირებაა, რაც ინტერნეტის მოხმარებას ახლავს თან.
როგორ უნდა დაიცვან თავი ინტერნეტმომხმარებლებმა არსებული საფრთხეებისგან - სწორედ ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით იმართება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ყოველ 5 თებერვალს ღონისძიებები.
სფეროს სპეციალისტები მნიშვნელოვან პრობლემად ე.წ. ფეიკ ნიუსებს (Fake News) და მოზარდებთან დაკავშირებულ რისკებს ასახელებენ.
უსაფრთხო ინტერნეტის სტრატეგიაზე მუშაობისას, ცოტა ხნის წინ შეიქმნა საიტების შავი სიაც და აღნიშნული გვერდების ბლოკირება მოხდა.
საინფორმაცი და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2019 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ინტერნეტით უზრუნველყოფილი ოჯახების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 3.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 79.3% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია საქსტატზე დაყრდნობით Forbes-ის ქართულმა გამოცემამ გაავრცელა.