გორელმა და ვარიანელმა მოკრივეებმა კრივში საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკებს შორის, 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
გორელმა და ვარიანელმა მოკრივეებმა, კრივში საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის, 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
გორელთაგან საქართველოს ჩემპიონი 54 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე, გიგი ნონიკაშვილი გახდა. რაც შეეხება ვერცხლის მედალს, მას ნინი კეჩხუაშვილი, დავით ნიქაბაძე და ვლადისლავ გაგლოევი დაეუფლნენ. ნოდარ მინდიაშვილი და შიო კოშაძე კი, ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორები გახდნენ.
რაც შეეხება ვარიანის გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის სკოლის სპორტსმენებს, ნინო ასტამაძე ჩემპიონატის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ნინო ჭეჭელაშილი კი, ვერცხლის მედალს დაესაკუთრა.
საქართველოს ჩემპიონატის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება ჩვენი ქვეყნის ჭაბუკთა ნაკრები, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე.
ცნობისთვის, კრივში საქართველოს ჩემპიონატი გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში 25-30 აპრილს ჩატარდა.