საზოგადოება
01.05.2023 12:24
„112“ განახლებული მობილური აპლიკაციით მოემსახურება მოსახლეობას
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ განახლებული მობილური აპლიკაციით მოემსახურება მოსახლეობას.

„112“-ის მობილურ აპლიკაციაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ჩანართში - „რჩევები“ დაემატა ინფორმაცია ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ: რა არის ადრეული ქორწინება; როგორ ხდება მისი სამართლებრივი რეგულირება და როგორ ისჯება სამართალდამრღვევი.

„112“-ის აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც.
საზოგადოებრივო უსაფრთხოების მართვის ცენტრის ინფორმაციით, გარდა ამისა, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის აპლიკაციიდან „112“-თან დაკავშირება უკვე ვიდეოზარის მეშვეობითაც გახდა შესაძლებელი. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში ამ გზით შესულ შეტყობინებებს ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები მართავენ.
ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით განახორციელა.
კვირის ამბები