გორელი მოკრივე ლევან დემუროვი ახალგაზრდებს შორის კრივში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია. სპორტსმენმა ნახევარფინალისთვის ბრძოლაში მოლდოველი ნიკიტა სიმანში დაამარცხა და განაგრძობს ბრძოლას ჩემპიონობისათვის.
გორელ მოკრივესთან ერთად, კრივში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ხუთი ქართველი მოკრივე: თათია ბუკია, დავით ჯაფარიძე, გორ აივაზიანი, დემურ ქაჯაია და გიორგი ნატროშვილი იასპარეზებს.
ცნობისთვის, კონტინენტის ჩემპიონატი სომხეთის დედაქალაქ ერევანში ტარდება. შეჯიბრება 25 აპრილს დაიწყო და 4 მაისამდე გაგრძელდება.