საზოგადოება
28.04.2023 15:52
გორის მუნიციპალიტეტი ტურიზმის სამდღიან საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას
გორის მუნიციპალიტეტი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.
საერთაშორისო ტურისტული ღონისძიება წელს მეთოთხმეტედ გაიმართება და ტრადიციულად ბათუმი უმასპინძლებს.

„EBIT 2023“ 19 მაისს 11:00 საათზე ბათუმის სპორტის სასახლეში გაიხსნება და სამი დღის განმავლობაში, 21 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, აღნიშნულ საერთაშორისო გამოფენაში გორის მუნიციპალიტეტი გასულ წელსაც ჩაერთო და აქტიური მონაწილეობისთვის სერთიფიკატი გადაეცა.
კვირის ამბები