საქართველოში პირველად კადეტთა შორის ევროპის თასი გაიმართება, ტურნირს ძიუდოში გორი უმასპინძლებს.
შეჯიბრებაში მონაწილეობას 16 ქვეყნის 330-მდე სპორტსმენი გოგონა და ვაჟი მიიღებს. აღსანიშნავია ისიც, რომ გორი აღნიშნულ ტურნირზე ევროპის ძიუდოს კავშირის წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ დელეგაციებსაც უმასპინძლებს.
„ევროპის ძიუდოს კავშირმა ტურნირი 2022 წელს გორში გამართული ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ჩანიშნა, რომელსაც ორგანიზაციის შეფასებით ჩვენმა ქალაქმა მაღალ დონეზე უმასპინძლა. მსგავსი რანგის ტურნირები გორისთვის მნიშვნელოვანია, როგორც სპორტული თვალსაზრისით, ასევე სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხითაც“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობითვის, ტურნირი, რომელიც ევროპის ძიუდოს კავშირის ეგიდით ტარდება, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში ჩასათვლელ ქულებს იძლევა.
შეჯიბრი გორის სპორტის სასახლეში 29-30 აპრილს ჩატარდება და დასწრება თავისუფალია.