იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლობით, გორის მეცხრე საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს იმუნიზაციის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრიორიტეტულ საკითხად დასახელებული პაპილომა ვირუსის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მარი გიუნაშვილმა მშობლებს და უფროსკლასელებს პაპილომა ვირუსის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და იმუნიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, მსგავსი ხასიათის შეხვედრები გორის მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებშიც გაიმართება.
პაპილომა ვირუსი საშვილოსნოს კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ავადობის 70%-იანი წილი სწორედ ამ ინფექციაზე მოდის. ვაქცინაცია მოსახლეობაში კიბოს პრევენციის საშუალებას იძლევა.