საზოგადოება
27.04.2023 18:54
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი სქემ-არქიმანდრიტ საბას (ჟღენტი) გარდაცვალების გამო

რუის-ურბნისის ეპარქიაში, სოფელ ყინწვისში, კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მამათა მონასტრის წინანძღვრის, სქემ-არქიმანდრიტ საბას (ჟღენტი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი სქემ-არქიმანდრიტ საბას (ჟღენტი) გარდაცვალების გამო (27.04.2023)

მის მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს (აქიაშვილი)

დიდად ვწუხვართ სქემ-არქიმანდრიტ საბას (ჟღენტი) გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასი იყო და არის ეს პიროვნება.

მან სასულიერო ცხოვრების წესი გასული საუკუნის 90-იან წლებში აირჩია და დაუღალავად იღვაწა; არაერთი ეკლესია ააშენა და მრავალი კეთილი საქმე აღასრულა.

ღმერთმა აცხოვნოს სქემ-არქიმანდრიტ საბას უკვდავი სული და სავანე მართალთა დაუმკვიდროს, ამინ!

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი“, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, სქემ-არქიმანდრიტი საბა 23 აპრილს, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სქემ-არქიმანდრიტი ყინწვისში, მონასტრის ტერიტორიაზე, მის მიერვე აშენებულ ერთ-ერთ ტაძარში დაკრძალეს. დაკრძალვას სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, მრევლი და ყოფილი თუ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კვირის ამბები