საზოგადოება
27.04.2023 16:05
დიცის საჯარო სკოლაში სკოლის ექიმის ვაკანსიაა

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“, „პედიატრია“ ან „თერაპევტი“ და სასურველია, გაჩნდეს ექიმის თანამდებობაზე ან ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 600-660 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად - www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 4 მაისის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.

სამუშაოს დაწყების თარიღად 10 მაისია მითითებული.

კვირის ამბები