ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით, საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები სარეკრეაციო სივრცეების გამწვანების პარალელურად, გაზონების თიბვა-დასუფთავების ღონისძიებებს ახორციელებენ.
„სეზონური სამუშაოების ფარგლებში, სკვერების გამწვანება და გაზონების თიბვა ქალაქის მასშტაბით არაერთ ლოკაციაზე მიმდინარეობს.
მოგეხსენებათ, ამ დღეებში, გორის სპორტის სასახლე მაღალი რანგის შეჯიბრს უმასპინძლებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე, სააგენტო დასუფთავების აქციებს პერიოდულად ახორციელებს, თუმცა, ღონისძიებასთან დაკავშირებით დასუფთავდება მიმდებარე ტერიტორია, გაითიბება ბალახი“, - აცხადებენ კეთილმოწყობის სააგენტოში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში