საზოგადოება
27.04.2023 15:46
გორის მუნიციპალიტეტში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟებული ვიდეოკამერები ჩაირთო

გორის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დამონტაჟებული ვიდეოკამერები ჩაირთო.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, მძღოლების ინფორმირების მიზნით, აღნიშნული ტექნიკური მოწყობილობების განთავსების ადგილზე დამონტაჟებულია გამაფრთხილებელი აბრებიც.

რაც შეეხება ვიდეოკამერების განთავსების ადგილებს, ვიდეოკამერები ჩაირთო შემდეგ ლოკაციებზე: გორში არსებული შუქნიშნები; ცხინვალის გზატკეცილი #4;

ცხინვალის გზატკეცილი ს/გზის მე-3 კმ (ავტობანის კვანძის მიმდებარედ); ცხინვალის გზატკეცილი ს/გზის მე-6 კმ (კარალეთის მიმდებარედ); ცხინვალის გზატკეცილი ს/გზის მე-9 კმ (კარალეთის მიმდებარედ); ცხინვალის გზატკეცილი ს/გზის მე-13 კმ (ძევერის მიმდებარედ); ცხინვალის გზატკეცილი ს/გზის მე-17 კმ (ტყვიავის მიმდებარედ); ასევე  ბერბუკის, ხელთუბნის, ხიდისთავის და უფლისციხის მიმდებარედ.

„ქალაქის შესასვლელში და გასასვლელში დამონტაჟებული ვიდეოკამერები სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლასაც აკონტროლებს.

დაჯარიმებული მძღოლები ჯარიმის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კვირის ამბები