მსოფლიო წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს აღნიშნავს. მსოფლიოში ცნობილ ღონისძიებას ყოველწლიურად 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა კი, 31 მილიონამდე აღწევს.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოში, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე პირველად 5 წლის წინ აღინიშნა.
დღეს, 14 საათზე, წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში ღონისძიება გაიმართება, რომელშიც წიგნის მოყვარულები, ავტორები, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი