გორის საკალათბურთო კლუბმა ,,ივერიონმა“, სუპერლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე თამაშში საკალათბურთო კლუბი ,,ტიტები“ ანგარიშით 89:86 დაამარცხა.
მოპოვებული გამარჯვებით სერიაში ანგარიში 2:1 გახდა.
აღსანიშნავია, რომ „ივერიონს“ ერთი გამარჯვება აშორებს სუპერლიგას, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული ის გუნდი გახდება, რომელსაც სამი მოგება ექნება.
ცნობისთვის, სუპერლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე თამაში, დღეს, 27 აპრილს 19:00 საათზე გორის სპორტის სასახლეში გაიმართება.