განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების გამო, გორის საჯარო სკოლების სამ პედაგოგს სტატუსი განსხვავებული წესით მიენიჭა.
როგორც „გორის მაცნესთან“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა, სკოლის წარდგენით და რესურსცენტრის შუამავლობით, მასწავლებლის სტატუსი ერთი საფეხურით აიმაღლეს და მენტორის სტატუსი მიენიჭათ: მეხუთე საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელს ნანა წიწუაშვილს და მერვე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელს ნინო ფსუტურს. ხოლო პირველი საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი დავით ტეტუნაშვილი წამყვანი მასწავლებელი გახდა.
ცნობისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების გამო, პედაგოგებს განსხვავებული წესით სტატუსს წელიწადში 2-ჯერ ანიჭებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში