საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, ხვალ, 28 აპროლს გ. ერისთავის სახელობის გორის თეატრს მოძრაობის თეატრი ეწვევა და მაყურებელს იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტს“ წარუდგენს.
... ეშმაკის მუდმივი ჭიდილი ადამიანის ცდუნებისთვის. უფალი ნებას რთავს მეფისტოფელს, ნებისმიერი ცდუნებით გამოსცადოს ფაუსტი და ჩაიყვანოს უფსკრულში - სპექტაკლში გამოყენებულია მიმოდრამის, ბუტოს სტილის და საჰაერო აკრობატიკის ერთობლიობა. წარმოდგენა 50 წუთი გრძელდება.
„ფაუსტის“ რეჟისორი და მხატვარი კახა ბაკურაძეა, კომპოზიტორი კი სანდრო ნიკოლაძე.
სპექტაკლში მიხეილ ზაქაიძე, ლაშა რობაქიძე, მარიამ ბალახაძე, კოტე ლიპარტელიანი, ნინო ავალიანი, ანა თალაკვაძე, ჩიკა ოგი მონაწილეობენ.
წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება