საზოგადოება
27.04.2023 11:54
გორის მერიის ორგანიზებით პოზიტიური აღზრდის მეთოდების საკითხებზე მშობლებთან შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების ინიციატივით და ორგანიზებით გორში შეხვედრა გაიმართა.

პოზიტიური აღზრდის მეთოდების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას ფსიქოლოგი მაია ცირამუა უძღვებოდა და ფსიქოლოგები, მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე წიგნის - „მშობლების დედაენის“ პრეზენტაციაც გაიმართა. მაია ცირამუამ მშობლებს პოზიტიური აღზრდის მეთოდები გაუზიარა, ისაუბრა გზებზე, რომლებიც  მშობელსა და შვილს შორის ჰარმონიულ და ურთიერთგაგებაზე დამყარებულ ურთიერთობას უზრუნველყოფს.

შეხვედრის ყველა მონაწილეს წიგნი „მშობლების დედაენა“ საჩუქრად გადაეცა.

აქტივობა ევროკავშირის სოციალური ცვლილების კამპანიის „იმშობლეს“ მხარდაჭერით გაიმართა.

კვირის ამბები