ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატის 2008-2009 წელს დაბადებულებს შორის მორიგ მატჩში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის გუნდი სენაკის გუნდს დაუპირისპირდა და ანგარიშით 23:18 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას მეტოქის კარში ყველაზე მეტი, 14 გოლი ვაკო კვარიანთაშვილმა გაიტანა, საბა გეგელაშვილმა საკუთარი გუნდი კიდევ 7 ქულით დააწინაურა, ხოლო მათე ნასყიდაშვილმა და გიგი ალექსეევმა 1-1 გოლი გაიტანეს.
საქართველოს ჩემპიონატის მორიგი მატჩი ხელბურთში 26 აპრილს გაიმართა.