სსიპ - ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის ქალაქ გორის №1 საჯარო სკოლა სკოლის ექიმის ვაკანსიას აცხადებს, რომელიც კვირაში 40 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ჰქონდეს სახელმწიფო სერთიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“, „თერაპია“ ან „ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი“. სასურველია, ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილებაც.
„შეთავსებით მომუშავე აპლიკანტის განცხადება არ განიხილება. დასაქმების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დაუშვებელია, სკოლის ექიმი სასწავლო დაწესებულებაში განსაზღვრული სამუშაო საათების დროს (9:00 სთ-18:00 სთ) დაკავდეს ინდივიდუალური საექიმო ან სამედიცინო დაწესებულებაში პარალელური პროფესიული საქმიანობით“, - ნათქვამია დამსაქმებლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 600-660 ლარია. მსურველებმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 30 აპრილის ჩათვლით უნდა გაგზავნონ.