საზოგადოება
26.04.2023 12:43
გორში დამონტაჟებული შუქნიშნებით მძღოლები და ქვეითები უკვე სარგებლობენ

გორში, ორ ლოკაციაზე დამონტაჟებული შუქნიშნებით მძღოლები და ქვეითები უკვე სარგებლობენ.

ქალაქში არსებულ ორ გზაჯვარედინზე: ცხინვალის გზატკეცილის, ტყვიავისა და პუშკინის ქუჩების და სტალინის და თამარ მეფის გამზირების კვეთაზე თანამედროვე სტანტარტების შესაბამისი საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები დამონტაჟდა.

„პროექტის განხორციელების მიზანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ტრანსპორტის გარდა, ახალი შუქნიშნები მოაწესრიგებს ქვეითების მოძრაობასაც, ამასთან, ადაპტირებულია შშმ პირებისთვისაც.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, ორივე ლოკაციაზე მოეწყო ხმოვანი შეტყობინების სისტემა და  პირველად დამონტაჟდა საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური მოწყობილობები, რომლებიც ითვალისწინებს შშმ პირების ინტერესებსაც. სტალინის და თამარ მეფის გამზირების კვეთაზე კი, დამონტაჟდა დამატებითი სექციები, რომლებიც აქამდე არ ყოფილა“, - აცხადებენ გორის მერიაში.

 

კვირის ამბები