„საბავშვო არქეოლოგია“ - გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა საგანმანათლებლო პროექტი განაახლა
გორის მუნიციპალიტეტის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს.
პროექტი სახელწოდებით - „საბავშვო არქეოლოგია“, მოსწავლეებისთვის არქეოლოგიის შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიწოდებას ითვალისწინებს.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, მუზეუმი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს სხვადასხვა ღონისძიებას სთავაზობს.
პროექტის ფარგლებში, ხიდისთავის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეები მუზეუმში იმყოფებოდნენ. აქ დაცული ექსპონატები დაათვალიერეს, მოისმინეს ლექცია არქეოლოგიაზე და მუზეუმის საბავშვო არქეოლოგიის ველზე „არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობაში“ მიიღეს მონაწილეობა.