საზოგადოება
26.04.2023 12:00
მეწარმე დევნილებს და ეკომიგრანტებს გრანტები გადაეცემათ

მეწარმე დევნილებს და ეკომიგრანტებს, საქმიანობის გაფართოების მიზნით, გრანტები გადაეცემათ.

როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს.

„დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკის და დანადგარების შესაძენად, 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდნენ. 30 გამარჯვებული კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები