გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადების პირველი ეტაპი დაასრულა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დასაქმებული 200 პირი გადამზადდა.
„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანებით დამტკიცდა. პროგრამის მიზანი პედაგოგების გადამზადება და განვითარებაა. განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ ტრენინგ-მოდულს ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ბაღებში დასაქმებული ყველა აღმზრდელი გაივლის“, - აცხადებენ სააგენტოში.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა წარმატებით ჩააბარეს ტესტირება და სერტიფიკატები გადაეცათ.