კულტურა
26.04.2023 10:08
პოეტი ტარიელ ხარხელაური გორელ მკითხველთან შეხვედრას გამართავს
ქართველი პოეტი, ბრწყინვალების ორდენის კავალერი, არაერთი წიგნის ავტორი ტარიელ ხარხელაური გორს ესტუმრება და მკითხველთან შეხვედრას გამართავს.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ინიციატივით გაიმართება და პოეტთან შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდება.
„ეს ტარიელ ხარხელაურია, იდუმალი ენის შემგრძნობი და ყველგან და ყველაფერში უფლის მადლის მპოვნელი, ლირიკულ გმირს ძალდაუტანებლად რომ გადაულოცავს ფეხის დაკვრით - მიწის შეძვრას, ჩასუნთქვით - ცის ჩახრას, და ცასაც დაუმონებს, მიწასაც და მთლად ამ შეშლილ სამყაროსაც, სარკმელად სივრცეს უბოძებს და სანთელადაც აქცევს, საკმევლადაც, სალოცავადაც და მლოცველადაც“, - მისივე წიგნის ანოტაციაში ვკითხულობთ შემოქმედზე...

ქართველ პოეტთან შეხვედრა 27 აპრილს, 16:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.
კვირის ამბები